მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხელახალ მონიტორინგს საჭიროებს - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცია" საგანგებო განცხადებაში წერს.
საია სახალხო დამცველს მიმართავს და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობი:
"დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის 38-ე დღეა.
იგი ამ დროისთვის იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ადვოკატების მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით.
კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, გააკეთა კომენტარი, იმის თაობაზე, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით"- წერს ორგანიზაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვრცლად:
http://gyla.ge/post/mzia-amaglobeli-38dge