დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს, ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ილაპარაკა.
"არც ერთი ვარიანტი არ არის გამორიცხული". – თქვა კელოგმა ბრიუსელში, ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ.
კელოგმა თქვა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები პარალელურად ცდილობენ მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ კიევი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ შეთანხმებას.
"უკრაინელების გადაწყვეტილება არის უკრაინის გადაწყვეტილება. ზელენსკი არის არჩეული ლიდერი სუვერენული ერისა და ეს გადაწყვეტილებები მისი გადაწყვეტილებაა და არავინ მოახვევს თავს სუვერენული ერის არჩეულ ლიდერს", - დასძინა კელოგმა.
კიტ კელოგი შეხვდა ნატო-ს გენერალურმა მდივან, მარკ რუტეს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მარკ რუტემ „ხაზი გაუსვა კონფლიქტის სამართლიანი და ხანგრძლივი მოგვარების მნიშვნელობას უკრაინის სტაბილური მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.