17 თებერვალს გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს აღჭურვილობას, უპილოტო საფრენ აპარატებს და საბრძოლო მასალას სხვადასხვა სისტემებისთვის.
კონკრეტულად,დახმარების პაკეტში შევიდა MRAP-ის ტიპის 56 ჯავშანმანქანას, საბრძოლო მასალებ ს Leopard 1-ის ტიპის ტანკებისა და Marder-ოს ტიპისქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის.
გარდა ამისა, გერმანიის ტავრობის ინფორმაციით, უკრანას გადაეცემა 282 000 საბრძოლო მასალა თვითმავალი საზენიტო დანადგარებისთვის, საბრძოლო მასალა Gepard-ის დანადგარებისა დაIRIS-T SLM-ისა და IRIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო სისტემებისთვის.
ნორვეგიასთან და დანიასთან ერთად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ასევე უკრაინად გადასცემენ კიდევ Zuzana 2-ის ტიპის ოთხ ჰაუბიცას.
გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 50 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი და 2 ათასი 122 მმ კალიბრის ჭურვი.
გერმანიის მთავრობამ ასევე გამოაცხადა HF-1-ის ტიპის 300 თავდასხმის დრონის, Vector-ის ტიპის 51 სადაზვერვო დრონი სათადარიგო ნაწილებით, RQ-35 Heidrun-ის ტიპის 245 სადაზვერვო დრონი, Songbird-ის ტიპის 29 სადაზვერვო დრონის და Hornet XR-ის ტიპის14 სადაზვერვო დრონის გადაცემის შესახებ.
გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა, 600-ზე მეტი ლაზერული აღჭურვილობა და მანქანები მესაზღვრეებისთვის.