ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ორშაბათს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ, უკრაინის ნატო-ში ავტომატურად გაწევრიანების ვარიანტს, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.
ევროპის დიპლომატიური წყაროების თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება თავდაცვის შესაძლებლობები, რომელიც ევროპას შეუძლია მიაწოდოს უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად, მათ შორის სავარაუდო გეგმა, რომ უკრაინამ ავტომატურად მოიპოვოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევის შემთხვევაში.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული წინადადაება წამოაყენა ზოგიერთმა ამერიკელმა სენატორმა და ახლა მას მხარს უჭერს ზოგი ევროპელი ლიდერი, მათ შორის ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
სტუბმა განცხადა, რომ კარი არ უნდა გაიღოს რუსეთის გავლენის სფეროების ფანტაზიებისთვის.
ნებისმიერ მოლაპარაკებებში უკრაინას უნდა ჰქონდეს გარანტირებული "დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - თქვა სტუბმა.