ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში თავის კოლეგებთან საჯარო დებატებში განაცხადა, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა დაცვაც ევროპელმა მოთამაშეებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ.
მისი თქმით, მოკავშირეების მხრიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ხაზის გადასმა დაუშვებელია და ეს იდეა ფინეთის მაგალითზე განავითარა.
"მეორე მსოფლიო ომში ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა; ჩვენ [დროებით] სუვერენიტეტი დავკარგეთ, რათა გადაგვეწყვიტა, რომელ ორგანიზაციაში გვინდოდა ყოფნა და შემდეგ ჩვენ ტერიტორიის 10% დავკარგეთ. ორი რამ არსებობს, რაც მოლაპარაკების საგანი არ არის: ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება", - თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, "ეს უკრაინელების გადასაწყვეტია. ევროკავშირის პროცესი მიმდინარეობს. უკრაინა ევროპული გახდება, არა - რუსული. და კიდევ ერთი არის ნატო-ს წევრობა გარკვეულ ეტაპზე".
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის დონალდ ტრამპს ესაუბროს ყველაფერზე, მათ შორის ნატო-ზე, თუმცა მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები.