აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ მას სურს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აღდგომამდე, რომელიც წელს 20 აპრილს აღინიშნება. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
2025 წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომას 20 აპრილს აღნიშნავენ.
ზოგიერთმა წყარომ სააგენტოს უთხრა, რომ ამ კვირაში საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებების ტემპი აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების მონაწილეობით იყო ამბიციური და პოტენციურად არარეალურია.
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე გარიგების მიღწევა ბევრად უფრო სავარაუდო სცენარია.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ევროპამ პასუხისმგებელობა უნდა აიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და სამშვიდობო ჯარებზე, რომლებიც საჭირო იქნება უკრაინის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად შეთანხმების დადების შემდეგ.
სააგენტოს ცნობით, ახლა, ევროპელი ოფიციალური პირები მუშაობენ ახალ დიდ პაკეტზე, რომელიც მიმართულია თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და კიევის მხარდაჭერისკენ. ინფორმირებული ოფიციალური პირების თქმით, თავდაცვის ხარჯვის გეგმები არ გამოცხადდება 23 თებერვალს გერმანიის არჩევნებამდე, რათა თავიდან აიცილოს კენჭისყრამდე დაპირისპირება.