რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ნიშნავს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი პრობლემებს დიალოგის გზით მოაგვარებენ და ილაპარაკებენ "მშვიდობაზე და არა ომზე".
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ახლა შევეცდებით პრობლემების მოგვარებას დიალოგის გზით. ახლა კი მშვიდობაზე ვილაპარაკებთ და არა ომზე“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვის თქმით, ტრამპის პოზიცია ნებისმიერ გონიერ ადამიანს უნდა მოეწონოს. მან გაიხსენა, რომ რუსეთს არ ჰქონია დიალოგი აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდის წევრები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ინფორმაციას Politico რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ მაკკოლზე და აშშ-ის მთავრობაში ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.