სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ მალის ქალაქ კენიებასთან მდებარე ოქროს მაღაროში შახტის ჩამონგრევის შედეგად. იუწყება AFP.
მისი თქმით, შახტის მიტოვებული ნაწილი, სადაც უკანონო მოპოვება ხდებოდა, ჩამოინგრა. მას ადრე მართავდა ჩინური კომპანია.
დაღუპულთა შორის იყო ქალი და ბავშვი. შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს.
მალი არის აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი ოქროს მწარმოებელი, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში.
ამის გამო ქვეყანაში უკანონო მაღაროები მომქედებს, საბადოებზე კი რეგულარულად ხდება მეწყერები და უბედური შემთხვევები, რაც მსხვერპლით სრულდება.
ერთ წელზე მეტი ხნის წინ, იმავე კენიებას მახლობლად ოქროს მაღაროში გვირაბი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.