ჰამასი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგი ეტაპის განხორციელებისას დათმოს კონტროლი ღაზის სექტორზე. ამის შესახებ The Jerusalem Post არაბუ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ჰამასის წარმომადგენელმა უსამა ჰამდანმა განაცხადა, რ ომ დაჯგუფება ორშაბათიდან მზად იქნება მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპზე მოლაპარაკებებისთვის.
გარდა ამისა ჰამდანმა ხაზი გაუსვა „ჰამასის“ ერთგულებას შეთანხმებისადმი. „თუ ისრაელი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ გავაგრძელებთ მძევლების გათავისუფლებას შეთანხმების მიხედვით, შაბათს ან მომდევნო დღეებში“, - განაცხაად ჰამდანმა.
The Jerusalem Post აღნიშნავს, რომ შეთანხმების მეორე ეტაპის განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, დათმპბს თუ არა ჰამასი ს ღაზის სექტორზე კონტროლს.
მანამდე, ჰამასმა განაცხადა, რომ 15 თებერვალს დაგეგმილი მძევლების გათავისუფლება გაუქმდა ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო.