გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან პარკაია დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
"ჩვენი მეგობარი, უმაგრესი ადამიანი, ლევან პარკაია დაიღუპა უკრაინაში.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!" - წერს ჯაფარიძე.