მიუნხენში, ხალხში მანქანით შევარდნიდან ორი დღის შემდეგ, მიღებული დაზიანებებისგან ორი ადამიანი - 37 წლის ქალი და მისი ორი წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. იუწყება "დოიჩე ველე".
13 თებერვალს, ნაშუადღევს, ავღანეთის 24 წლის მოქალაქე მიუნხენის შტიგლმაიერპლაცის მოედანზე ხალხში. მანქანით შევარდა თავდასხმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.
თავდამსხმელი გერმანიაში ლეგალურად 2016 წლიდან იმყოფებოდა.
მედიაკომპანია Bayerischer Rundfunk იუწყება, რომ ავტომობილი პროფკავშირ Ver.di-ს მიერ ორგანიზებულ გაფიცვის მონაწილეებს დაეჯახა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დააკავეს.