მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილსა და კაია კალას შორის გამართული დისკუსიის ამსახველ ფოტომასალას მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა შეხვედრა. ზურაბიშვილმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.