ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს. თემურ ქათამაძე გამოკველევებისთვის კლინიკა "ჰელსიკორშია" მოთავსებული.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.