ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილსა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან ერთობლივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მეორე დღეა, მიმდინარეობს და ხვალ, 16 თებერვალს დასრულდება.