უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს და განცხადებას აქვეყნებს.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო, ე.წ. "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას.
უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ "არჩევნებს" და განიხილავს მათ, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას.
მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.
უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებლობას".
რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისროთ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.