საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან მანუელ ბაროს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.