"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია "მთავარ არხში" ფინანსური კრიზისის გამო გადაცემების შეჩერებას ეხმიანება.
ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:
კომუნალურს
ინტერნეტის
ტექმომსახურების
ტრანსპორტირების
სატელიტის
ანძის
რეიტინგის
შესყიდვების
ყველა დანარჩენს
ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება.
არხს არ აყიდინებენ რეკლამას.
აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ.
მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!", - წერს გვარამია.