საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოს შეხვდა.
"მიუნხენში, ამერიკის ვიცეპრეზიდენტის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის ნახვა. სალომე ზურაბიშვილი ლიდერია, რომელსაც ევროპის სჯერა, იცის, საიდან მომდინარეობს საფრთხე და ვინ ესხმის თავს ჩვენს დემოკრატიას", - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.