საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ზურაბიშვილი შევხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას, ასევე, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს. შეხვედრა გაიმართა ლატვიის პრეზიდენტ, ედგარ რინკევიჩთანაც.
დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. საქართველოდან კონფერენციას მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დაესწრებიან. კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.