"შემაშფოთებელია კანონი ოფშორებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქცევს ოფშორების ოფშორად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
"შემაშფოთებელია კანონი ოფშორებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქცევს ოფშორების ოფშორად. ეს ნიშნავს იმას, რომ ბატონი ივანიშვილი, ტოპ ოლიგარქი ივანიშვილი და ასევე სხვა სანქცირებული რუსი ოლიგარქები, მათ შეუძლიათ, შემოიტანონ თავისი აქტივები საქართველოში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.