პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.
გახარიას განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.
„ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრთან, ბენჟამინ ჰადადთან შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო. პრეზიდენტ მაკრონის ლიდერობა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ძალისხმევის მობილიზებისას საქართველოსთან მიმართებით. ღრმად ვაფასებ მის ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული გზისადმი. ის მტკიცედ დგას დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარებაში.
ახლა მკაფიო ზომების მიღებაა საჭირო პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, დემოკრატიულ პირობებში ახალი არჩევნების ჩასატარებლად და რუსული გავლენებისგან რეგიონული უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნავს გახარია.