„არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც ადამიანი, რომელიც დაეხმარა პუტინს ჩემი ქვეყნის ოკუპაციაში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ევროპის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მიუნხენში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შეუძლებელია.
”ჩვენ ყველას გვახსოვს, რაც გაფორმდა აქ,” - თქვა ზელენსკიმ. მან იგულისხმა 1938 წლის შეთანხმება, რომელიც საშუალებას აძლევდა გერმანიას სუდეტის ოლქის ანექსია მოეხდინა.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მემორანდუმზე იშვიათი ლითონებზე. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დოკუმენტს მისი გუნდის იურისტები სწავლობენ, რომლებიც შემდეგ ვაშინგტონს გადამუშავებულ ვერსიას მიაწვდიან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს, ვიდრე ორივე მიუნხენში იმყოფება, თუმცა ჯერ არ არის მზად მემორანდუმის გასაფორმებლად.