საქართველოს პრეზიდენტმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორთან კეტრინ დე ბოლთან გამართული შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს და მათ შორის, ოფშორების კანონს.
აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას.