მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა, ღონისძიება, რომელიც 14-16 თებერვალს ჩატარდება, კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.
გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მიმართავამდე განცხადება კრისტოფ ჰოისგენიმ გააკეთა.
"პუტინმა დაანგრია ევროპული არქიტექტურა, როდესაც აირჩია კონფრონტაცია და არა თანამშრომლობა და სამწუხაროდ ჩვენ დღესაც გვიწევს გამკლავება მის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. მე თბილად მივესალმები უკრაინის დელეგაციას. ევროპაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უთანხმოება, ერთმანეთთან ომს კი არ ვაწარმოებთ, არამედ ვაგვარებთ ამას ბრიუსელში ან ლუქსემბურგის სასამართლოში," - განაცხადა მან.
სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. მისი გამოსვლა დღეს, 14 თებერვლის საღამოს არის დაგეგმილი.
მიუმნხენის კონფერენციაზე იმტოფება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაც. ის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკვე შეხვდა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს.