უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვიდრე უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, მას 1,5 მილიონიანი არმია სჭირდება, რათა შეძლოს წინააღმდეგობის გაუწიოს რუსეთს.
ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა ნატო-ში არ იქნება, მან ევროპასთან ერთად უსაფრთხოების სისტემა უნდა განავითაროს და მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა ეს გააცნობიერონ.
„თუ ჩვენ არ ვიქნებით ან ვიდრე არ ვიქნებით ნატოში, უნდა გვყავდეს ზუსტად ისეთი ჯარი, რომელსაც შეეძლებ თავდაცვა. ნატო-ს შესაბამისი იარაღი. და სამხედროების შესაბამისი რაოდენობა. ჩვენი, უკრაინული. მაგრამ რამდენია ეს რაოდენობა? მე მხოლოდ იმ ციფრებს გეუბნებით, რაც ჩვენ ყველას გვესმის. ეს იქნება 1,5-მილიონიანი არმია. "მილიონნახევრიანი!" - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის ჯარი თითქმის ნახევარია.
„ჩვენ გვყავს დაახლოებით ნახევარი საბრძოლო ბრიგადა [რაც რუსეთს], მათ ჰყავთ 220, ჩვენ კი დღეისათვის გბყავს გვაქვს 110 საბრძოლო ბრიგადა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება 220”, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე დაამატა, რომ ასეთი არმიის შესანარჩუნებლად, დღევანდელი „წელიწადში 40 მილიარდისგან“ განსხვავებით, საჭირო იქნება „60 მილიარდი“ წელიწადში, ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია ვინ და როგორ დააფინანსებს უკრაინის არმიას.