პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვედა.
როგორც გახარია აღნიშნავს, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
"ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკულ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
ხაზი გავუსვი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს - როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“, – აცხადებს გახარია.