რომის პაპი ფრანცისკე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იუწყება Reuters
აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რომის პაპს ბრონქიტით გამოწეული ავადმყოფობა გაურთულდა. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური უკვე მივიდა საავადმყოფოში.
„რომის პაპი ფრანცისკე ჰოსპიტალიზირებულია საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.