აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, BRICS-ის ქვეყნებს შესაძლოა 100%-იანი ტარიფები დაუწესოს, თუ ისინი ერთიან ვალუტას შემოიღებენ.
მსგავსი განცხადებები მან ადრე უკვე გააკეთა. კრემლმა განაცხადა, რომ გაერთიანების ქვეყნები არ ავითარებენ ერთიან ვალუტას.
დონალდ ტრამპის განცხადებით, BRICS-ის ალიანსი მკვდარია აშშ-ის მუქარის შემდეგ ტარიფების დაწესების შესახებ. მისივე თქმით, გაერთიანება ცუდი მიზნით იყო შექმნილი და ახლა ამ ორგანიზაციის მონაწილეებს ამაზე საუბრუსაც კი ეშინიათ.
„თუ მათ სურთ, ეთამაშონ დოლარს, მაშინ მათ 100-პროცენტიანი ტარიფით დავარტყამ. შემდეგ ისინი მოვლენ და შემეხვეწებიან, რომ ეს არ გავაკეთო. BRICS-ი მკვდარია მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი. თუ BRICS-ს უნდა თამაში, მაშინ ჩვენ არ ვივაჭრებთ მათთან, და თუ იქნება რამე სახის ვაჭრობა, მაშინ იქნება 100-პროცენტინი ტარიფები. ამას რომ ვამბობ, იმ ქვეყნებს არც კი სურთ აღიარება, რომ BRICS-ის წევრები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი მანამდეც, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაემუქრა 100%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ BRICS-ის ქვეყნები საკუთარ ვალუტას შემოიღებდნენ.