პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონზეც თქვა, რომ ნათელაშვილიც კი უფრო მაღალ დონეზე დგას.
„უბედური ჯო უილსონი არ ჩერდება, გვიტევს – „დაუნ დიქტეიტე“. ნათელაშვილიც კი უფრო მაღალ დონეზე დგას. წალენჯიხაში, ჯგალი იყო გადაკეტილი. მეგონა, „ტვიტერზე“ დადებდა, მაგრამ არ გამოეხმაურა, რადგან არ დავაფინანსეთ – რომ დაგვეფინანსებინა, „ტვიტერს“ დაგვითმობდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციების ფასი, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ნულია.
მისი თმით, უსამართლო რეზოლუციებს შედეგი არასდროს ექნება.
„წერონ და იკითხონ, მათი რეზოლუციები არ გვაინტერესებს. ევროპარლამენტის რეზოლუციების ფასი, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ნულია. როგორც ჩანს, ეს პროცესი „ნაცების“ მიერ არის დაფინანსებული, ახლა უნდა წერონ და ასეთი რეზოლუციები გამოაცხონ. როგორც აქამდე იყო ამ რეზოლუციების გავლენა ნული, ასე იქნება ახლაც. უსამართლო რეზოლუციებს შედეგი არასდროს ექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.