ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა ტრამპის ბრძანებას ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება.
როგორც ცნობილია, ორშაბათს, ტრამპმა აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ იგი სინანულს გამოთქვამს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც "ცუდია ბიზნესისთვის და კიდევ უფრო უარესია მომხმარებლებისთვის".
„ევროკავშირის მიმართ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება - ის გამოიწვევს მკაცრ და პროპორციულ საპირისპირო ზომებს.
ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს დასაქმებულებს, ბიზნესს და მომხმარებლებს“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.