ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც დახურულ შეხვედრაზე მისული პოლიტიკოსები ამბობენ, განხილული იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციისა და სახალხო პროტესტის მხარდაჭერის სხვადასხვა გზა, ასევე საგარეო მიმართულებით რეჟიმის წინააღმდეგ საჭირო მომავალი ნაბიჯები.
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე თქვა, რომ საერთო ოპოზიციური ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
"პოლიტიკური პარტიების და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიციაა, ყველაფერზე, იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, იქნება ეს საგარეო არ აღიარების პოლიტიკა, იქნება ეს პროტესტი, თუ სხვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო" - თქვა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ აცხადებენ, "ოცნების" არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე გარედან წნეხი და ქვეყნის შიგნით აქციებუ უნდა გაგრძელდეს. მათი თქმით, პრეზიდენტთან ისაუბრებენ პოლიტიკურ ტყვეებთან დაკავშირებითაც.
„პრეზიდენტის მოწვევით ვართ აქ. ახლა დღეს კონკრეტული საკითხი არ ვიცი, ვერ გეტყვით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა წინა კვირაში დიპლომატებთან და ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა, იმიტომ, რომ ის, რასაც გვთავაზოს „ქართული ოცნება“, რეპრსიების გაძლიერებას, ეს პროტესტს ვერ ჩაახშობს, ეს პირიქით, გაზრდის პროტესტს, ეს არ არის გამოსავალი კრიზისიდან, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.