10 თებერვლის, ღამეს, უკრაინული დრონები რუსეთის კრასნოდარის ოლქს დაესხნენ თავს.
რეგიონის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.
კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს კრასნოდარის გარეუბნიდან 13 კილომეტრში მდებარე სოფელ აფიპში, მისმა ნამსხვრევებმა კერძო სახლი დააზიანა. კონდრატიევის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.
თავის მხრივ, Telegram-ის არხი SHOT-ი წერს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:00 საათზე სოფლის მცხოვრებლებმა რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაიგეს აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის გამო.
ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ხანძარუ, რომელიც სავარაუდოდ, აფიპში გაჩნდა.
ზოგიერთი რუსული Telegram არხი ასევე წერდა, რომ აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პარალელურად, უკრაინული თვითმფრინავები ასევე თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სლავიანსკ-ნა-კუბანში.
10 თებერვლის ღამეს დრონებით თავდასხმის ქვეშ მოექცა როსტოვის ოლქის სასაზღვრო რაიონიც.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, ადგილზე მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა.