დროა, ევროკავშირმა თავისი უსაფრთხოება და თავდაცვა „თავის ხელში აიღოს“. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ელექტროენერგეტიკული სისტემის კონტინენტურ ევროპულ სისტემასთან სინქრონიზაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშკარაა, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა მთელს ევროკავშირში“, - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა და მაგალითად მოიყვანა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი, რომლებიც ნატოს ქვეყნებს შორის ყველაზე მეტს ხარჯავენ თავდაცვაზე მშპ-სთან მიმართებაში.
როგორც ევროკომისიის პეზიდენტმა აღნიშნა, თანამედროვე დროში ომის წარმოება წარმოადგენს უზარმაზარ გამოწვევებს, ტექნოლოგიურ საკითხებს და კოორდინაციას. ქვეყნები ამას მარტო ვერ უმკლავდებიან, აღნიშნა ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გამოთიშეს.