ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი მოითხოვს აშშ-ს მიერ დაფინანსებული რადიოსადგურების „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ დაიხუროს.
მასკი ამის შესახებ Х-ზე წერს.
”დიახ, გამორთეთ ისინი („რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“)
ევროპა ახლა თავისუფალია (გარდა მხუთავი ბიუროკრატიისა).
მათ აღარავინ უსმენს.
ეს უბრალოდ მემარცხენე რადიკალი გიჟები არიან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან და წვავენ 1 მილიარდ დოლარს ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულს,” - წერს მასკი