ომის მხადამჭერი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, უკრაინაში, ვოვჩანსკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს რუსი სამხედრო, ტასბოლატ იბრაშევი, რომელსაც რუსული პროპაგანდა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირს უწოდებდა.
ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი წერს, რომ სანდო წყაროების თქმით, იბრაშევი 2025 წლის 3 თებერვალს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოვჩანსკში მოკლეს.
ტასბოლატ იბრაშევი აგვისტოს ომის ფოტოებში ტყვიამფრქვევით ხელში ჩანს. როგორც რუსული პროპაგანდა ამბობდა, ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველ სპეცრაზმელებს წინ მარტო, ტვყიამფრქვევით გადაუდგა და მათი ასეული შეაჩერა. რატომღაც, რუსულმა მედიამ ოკუპანტის ქმედებებს „გმირობა“ უწოდა, თუმცა მაშინ სამხედრო შეტაკებები არ მომხდარა.