ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გორშიც გაიმართა.
"რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილი. შეკრებილები რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღეს აქციის მონაწილეებთან წიგნის გამომცემლებიც ჩავიდნენ. ზვიად კვარაცხელიამ და გვანცა ჯობავამ გორში წიგნები და აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მიერ ციხეში გამოცემული გაზეთი - „საკანი 101“ ჩაიტანეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება