საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან რადიკალი დონორი დგას“. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პოსტს აზიარებს.
„ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან რადიკალი დონორი დგას. სწორედ ეს ამხილა ამ დღეებში აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ USAID და შვედეთის მთავრობა აფინანსებენ“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.