აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი დოლარის ოდენობის გარიგების დადება, რათა წვდომა ჰქონდეს იშვიათ მინერალებსა და ბუნებრივ გაზთან უკრაინაში, რის სანაცვლოდაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით.
ამის შესახებ ტრამპმა The New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, რომელსაც ტრამპმა უთხრა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს შეხვედრები უკრაინაში ომის დასრულებაზე, რადგან "ახალგაზრდა, ლამაზი ჯარისკაცები ყოველდღე იღუპებიან" ფრონტის მთელ ხაზზე ორივე მხრიდან.
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.