საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2 თებერვლის აქციაზე დაკავებული 8 პირისითვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას X-ზე ეხმიანება.
„2 თებერვალს თბილისში აქციის 31 მონაწილე დააკავეს. ახლა 8-ს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას 4 წლიან პატიმრობაში აქცევს. კრიტიკის ჩახშობისა და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა“, - წერს ზურაბიშვილი.