ხუთი ადამიანი დაჭრეს სროლისას შვედეთის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ორებროს სკოლაში. იუწყება BBC
პოლიციის განცხადებით, დაშავებულების დაზიანებების ხარისხი უცნობია. მათი თქმით, "საშიშროება არ დასრულებულა", პოლიცია მოსახლეობას სკოლის პერიმეტრთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
“უცნობია რა დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ოპერაცია გრძელდება”, - განაცხადა პოლიციამ მომხდარის შემდეგ.
მედიის ცნობით, ტერიტორიაზე, სადაც სროლა იყო, რამდენიმე სკოლაა. ერთ-ერთი მათგანის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.