ილონ მასკი მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომელი და ხელფასს არ იღებს. იუწყება CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით.
„ილონ მასკი ოფიციალურად მსახურებობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომელი. ეს თანამდებობა ნიშნავს, რომ მასკი არ არის მოხალისე, მაგრამ არც სრულ განაკვეთზე მომუშავე ფედერალური თანამშრომელი. მასკი არ იღებს ხელფასს“, - ნათქვამია თეთრი განცხადებაში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, მთავრობის სპეციალური თანამშრომელი "ნებისმიერი პირია, რომელიც მთავრობისთვის 365 დღის პერიოდში 130-ზე ნაკლები დღის განმავლობაში მუშაობს ან იმუშავებს".
იანვარში New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის გარდამავალი გუნდის რამდენიმე წევრი ვარაუდობდა, რომ მასკი შეიძლება გახდეს "მთავრობის სპეციალური თანამშრომელი", სტატუსით, რომელიც უფრო მოქნილი წესებით გამოირჩევა პირადი ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ვიდრე რეგულარული თანამშრომლებისთვის.
გაზეთი წერდა, რომ მასკს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, აიღებდა თუ არა მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სტატუსს და მოვალეობებს.