პოლიციამ პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე იძალადა „პუბლიკის" ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე, რომელიც ჟურნალისტების პროტესტს აშუქებდა. პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს, ასევე, თმაზე მოქაჩეს.
პოლიციელებმა ასევე იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე, როცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პოლიციამ შესასვლელის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და აიძულა, შენობის წინა მხარეს ჩასულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე ორი ადამიანი.