ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
"ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს. სრული მხარდაჭერა ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში", - ნათქვამია განცხადებაში.