გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ უკრაინამ ამერიკას მიაწოდოს ა უკრაინის იშვიათი წიაღისეული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ. იუწყბა DW
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის რესურსები იმისათვის, რომ დავაფინანსოთ ყველაფერი, რაც ომის შემდეგ იქნება საჭირო“, -თქვა შოლცმა.
მისი თქმით, "ძალიან ეგოისტური და ეგოცენტრული" იქნება ამ თანხის გამოყენება თავდაცვის მხარდაჭერის დასაფინანსებლად.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში უკრაინას დასჭირდება ძლიერი არმია და ასევე ფინანსური დახმარება ქვეყნის აღდგენისთვის.
„ეს არის დიდი ამოცანები, იმ უზარმაზარი ნგრევის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში. ამიტომ, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ უკრაინის რესურსები კარგი მომავლისთვის გამოიყენებოდა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინასთან, რათა აშშ-მა მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.
"ჩვენ გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე". - თქვა ტრამპმა.