აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსსურს შეთანხმების მიღწევა უკრაინასთან, რათა აშშ-მა მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე". - თქვა ტრამპმა.
მან ამასთან, აღნიშნა, რომ ევროპა კიევს საკმარის დახმარებას არ უწევს. ტრამპმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ევროპა უკრაინას არ უწევს იმავე რაოდენობის სამხედრო დახმარებას, როგორსაც შეერთებული შტატები.
„ჩვენ გვაშორებს ოკეანე... ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან დაფინანსებაში“, - აღნიშნა ტრამპმა.