ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცირე პაუზის შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში მცირე ხნით შეჩერდა, მაგრამ განახლდა ამ შაბათ-კვირას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა უკრაინის მიმართ პოლიტიკას.
სააგენტოს ორმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ დახმარების მიწოდება განახლდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა „უარი თქვა თავდაპირველ შეფასებაზე, რომ უკრაინისთვის მთელი დახმარების შეწყვეტას შეუწყვეტდა“.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არის გარკვეული ფრაქციები, რომლებიც ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რა ეტაპამდე უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ამერიკის მარაგებიდან.
"ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტა შეზღუდავს კიევის საბრძოლო უნარს და უფრო სუსტ პოზიციაში დააყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისას. გაურკვეველია, ოფიციალურად აღიარებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მიწოდების შეჩერებას და შემდგომ განახლებას", - აღნიშნავს სააგენტო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებულ შტატებს არ გამოუცხადებია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ.
ამავდროულად, მიიჩნეოდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარება თვეების განმავლობაში გაგრძელდებოდა გრაფიკთან ჩამორჩენის გამო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ხანმოკლე პაუზა არის ტრამპის ადმინისტრაციაში დებატების ინტენსივობის პირველი ნიშანი.