ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“,-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს.
„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის. დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას, საქართველოში მომხდარი ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა.
ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილისთვის, პუტინის მარიონეტი ოლიგარქისთვის, სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“, - წერს X-ზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი.
მაკკლირი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადების ინიციატორია, რომლითაც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.