2 თებერვლის აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს. ინფორმაციას გადაცემა "რა? სად? როდის?" Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. "თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს!", - ნათქვამია პოსტში.
ვეშაგურიძის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს ისტორიკოსი ბექა კობახიძეც:
ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს ირაკლი ვეშაგურიძის დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ ძალიან კარგი, ქართულ საფუძვლებზე აგებული ევროპული სახელმწიფო გვექნებოდა.
დღეს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს.
მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, "კოლეგებო"?" - წერს კობახიძე.