უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის გადაცემული 177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებიდან უკრაინამ დაახლოებით 76 მილიარდი დოლარი მიიღო.
„როდესაც მე მესმის - და მე ეს ადრეც გავიგე და ჩვენ გვესმის დღეს აშშ-დან - რომ ამერიკამ უკრაინას ასობით მილიარდი მისცა (177, უფრო ზუსტად, ეს იყო ის მაჩვენებელი, რომელსაც კონგრესმა დაუჭირა მხარი და ა.შ.), მე, როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გეტყვით - ჩვენ მივიღეთ 75-ზე მეტი. ანუ ამ 177-დან 100 მილიარდი (ან თუნდაც 200, როგორც ზოგიერთი ამბობს) არასდროს მიგვიღია, ეს მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, რადგან ეს მივიღეთ არა ფულის სახით, არამედ იარაღის - მივიღეთ 70-მილიარდი ღირებულების იარაღი. მაგრამ როცა ამბობენ, რომ უკრაინამ ომის დროს 200 მილიარდი მიიღო ჯარის მხარდასაჭერად, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ვიცი სად არის ეს ფული. შეიძლება ქაღალდზე ასეა, ასობით სხვადასხვა პროგრამაა – შეიძლება, არ ვიკამათოთ, ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვართ. მაგრამ ჩვენ მივიღეთ 70 მილიარდზე მეტი - 76, რაღაც მსგავსი. ეს ძალიან დიდი დახმარებაა, მაგრამ ეს არ არის 200 მილიარდი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ჰუმანიტარული პროგრამების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ გაიხსენა 200 მილიონი დოლარის ენერგეტიკული პროგრამა და პროგრამები მედიცინისა და საზღვრის გადაკვეთის სფეროში.
„ეს 300-400 მილიონი არის ის, რაც სახელმწიფომ მიიღო ამ პროგრამებისთვის, ეს დავხუროთ.
”მე დავხურავ ამას ევროპელებთან ერტად ან შიდა რესურსებით,” - თქვა მან და ამავდროულად ამერიკული მხარის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ვეტერანები და სამედიცინო პროგრამები მნიშვნელოვანია ომის დროს მხარდაჭერისთვის.
„და ასევე არის უამრავი სხვა ჰუმანიტარული პროგრამა და მე მათ შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც იყო.
ალბათ აშშ-ის პრეზიდენტი ჩაატარებს აუდიტს და იტყვის, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე მილიარდი, მაგრამ არ ვიცი სად წავიდა.
თუ ასე იყო, როდესაც ომი დაიწყო, ბევრმა სხვადასხვა უკრაინულმა ორგანიზაციამ დატოვა ჩვენი ქვეყანა აშშ-ის საელჩოს სიგნალის შემდეგ, შეიძლება ვიფიქრო, რომ მათ განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ.
ალბათ, ეს ორგანიზაციები ამა თუ იმ ფონდის მიერ იყო დაფინანსებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.