რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე „წესრიგს დაამყარებს“ ევროპულ ელიტებთან ურთიერთობებში, რომლებიც „ბატონს ფეხებთან ჩაუვარდებიან და კუდს ნაზად გააქიცინებენ “.
პუტინის თქმით, „ამჟამად მიმდინარეობს რაღაც აურზაური ევროპულ პოლიტიკურ ელიტასა და ტრამპს შორის.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დროიდან მოყოლებული, „არაფერი შეცვლილა“, ევროპული პოლიტიკური ელიტები კი მანამდე თითქოს „სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას“.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები „ებრძოდნენ“ ტრამპს და „ერეოდნენ შეერთებულ შტატების პოლიტიკურ პროცესებში“, ხოლო ტრამპის გამარჯვების შემდეგ ისინი თითქოს „გაურკვევლობაში ჩავარდნენ“.
პუტინს მიაჩნია, რომ ბაიდენი "მათ მენტალურად უფრო მეტად მოსწონდათ", რადგან ტრამპს განსხვავებული ხედვები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.
„მაგრამ გარწმუნებთ: ტრამპი თავისი ხასიათით, თავისი ჟინით, საკმაოდ სწრაფად აღადგენს წესრიგს.
და ყველა მათგანი - ნახავთ, ეს მოხდება სწრაფად, მალე ჩაუვარდება პატრონს ფეხებთან და ნაზად გააქიცინევს კუდს. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, - თქვა პუტინმა.